ლიეტუვა, ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების გეგმის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების გეგმის საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას მოითხოვს.

სამინისტროს ცნობით, ეს არის "ორი არაპროგნოზირებადი დიქტატორული რეჟიმის კიდევ ერთი მცდელობა დაემუქროს მათ მეზობლებს და მთელ ევროპულ კონტინენტს". უწყებაში აცხადებენ, რომ სწორედ ეს საკითხი იქნება ევროატლანტიკურ პარტნიორებთან დაგეგმილი დისკუსიის ნაწილი.

„ეს არის პუტინისა და ლუკაშენკოს საშინელი ნაბიჯები ევროპაში დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის მორიგი ტალღის შესაქმნელად. ეს ქმედებები ბელარუსს კიდევ უფრო უბიძგებს უკრაინასთან ომისა და დემოკრატიულ სამყაროსთან დაპირისპირებისკენ“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ლიეტუვის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ბელარუსი დამატებითი რისკის ფაქტორია ბალტიის რეგიონისთვის.

„ბელარუსი, რომელიც სულ უფრო კარგავს თავის სუვერენიტეტს, მხარს უჭერს და ეხმარება რუსეთის აგრესიას და უფრო და უფრო მჭიდროდ ინტეგრირდება რუსეთის სამხედრო გეგმებში, ბალტიის რეგიონისთვის დამატებითი რისკის ფაქტორია“, - დასძინა სამინისტრომ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება