„ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ - ვლადიმერ პუტინი აგრძელებს მცდელობებს უკრაინაში სრული გამარჯვების მოსაპოვებლად და უარყოფს იდეას, რომ არსებული სამხედრო რეალობა მოითხოვს კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით მოგვარებას

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აგრძელებს მცდელობებს უკრაინაში სრული გამარჯვების მოსაპოვებლად და როგორც ჩანს, დარწმუნებულია, რომ დროთა განმავლობაში მიაღწევს, - ამის შესახებ ამერიკული „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანგარიშშია აღნიშნული.

„პუტინი, როგორც ჩანს, უარყოფს დასავლურ დისკურსში გავრცელებულ იდეას, რომ არსებული სამხედრო რეალობა მოითხოვს ან მხარს უჭერს კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით მოგვარებას. ვერც უკრაინამ და ვერც დასავლეთმა ვერ დაარწმუნეს ის, რომ უნდა განიხილოს კონფლიქტის მოგვარების რაიმე კომპრომისი. პუტინი ფოკუსირებულია თავდაპირველი მიზნების გაჭიანურებული კონფლიქტის გზით მიღწევაზე, რომელშიც ის იმარჯვებს ძალის გამოყენებით უკრაინისთვის საკუთარი ნების მოხვევის ან დასავლეთის მიერ კიევის მიტოვების შემდეგ უკრაინის ნების გატეხვის გზით“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ორგანიზაციის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ უკრაინის წარმატებული კონტრშეტევები აუცილებელია, მაგრამ არა საკმარისი იმისათვის, რომ დაარწმუნოს პუტინი მისაღები პირობებით მოლაპარაკებების აუცილებლობაში.

„რუსეთის შეტევითი ოპერაციების გაგრძელება ბახმუტისა და ავდიივკას ირგვლივ, ისევე როგორც ლუგანსკის და დასავლეთ დონეცკის ფრონტის ხაზების გასწვრივ, კიდევ ერთი მაჩვენებელია იმისა, რომ პუტინი რჩება გაჭიანურებულ ომში გამარჯვების მიღწევის ერთგული, რომლის შედეგს, დიდწილად, ადგილზე არსებული სამხედრო რეალობები განსაზღვრავს“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ამასთან დაკავშირებით, ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ უკრაინას სამი ვარიანტი აქვს: შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, რაც გამოიწვევს კატასტროფულ დამარცხებას; განაგრძოს შეზღუდული სამხედრო ოპერაციების ჩატარება მხოლოდ ამჟამინდელი ფრონტის ხაზის შესანარჩუნებლად, მაგრამ ეს წაახალისებს პუტინს შემდგომი თავდასხმებისკენ; წამოიწყოს კონტრშეტევა, რათა დაარწმუნოს პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან მისვლაში, ან შექმნას ისეთი სამხედრო რეალობა, რომ კიევმა და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა შეძლონ კონფლიქტის ეფექტურად გაყინვა პუტინის გადაწყვეტილების მიუხედავად.

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება