გიული ალასანია - წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრებს მიხეილ სააკაშვილი ჯერ არ უნახავთ - რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ექიმები არ მინახავს, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, კიდევ დაკლებულია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, კლინიკა “ვივამედის” ექიმები ამბობენ, რომ სააკაშვილი მათ არ ემორჩილება, რადგან მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გამართლება სჭირდებათ.

როგორც გიული ალასანიამ აღნიშნა, ექიმები კონკრეტულ ბრძანებას ემორჩილებიან.

ასევე, გიული ალასანიას თქმით, სტრასბურგის სასამართლოში შესატანი სარჩელი მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებს დიდი ხანია მზად აქვთ და მტკიცებულებების რაოდენობა საჭიროზე მეტია.

„წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრებს მიხეილ სააკაშვილი ჯერ არ უნახავთ. გუშინდელ შეხვედრასთან დაკავშირებითაც არაფერი უთქვამს.

რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ექიმები არ მინახავს, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, კიდევ უფრო დაკლებულია. ბოლოს 62 კილოგრამს იწონიდა. საჭირო რაოდენობის კალორიებს არ იღებს. ვერ იღებს, რადგან მოწამლულია. უამრავი საკვები მივიტანე, მაგრამ არაფერი უჭამია. “ვივამედის” ექიმები ამბობენ, რომ მიშა მათ არ ემორჩილება, რადგან რაღაც გამართლება სჭირდებათ. აქედან იწყება უბედურება. განათლების პრობლემა არ არის, ეს არის ბრძანება, რომელსაც ემორჩილებიან.

სტრასბურგის სასამართლოში შესატანი სარჩელი დიდი ხანია მზად არის, მაგრამ კონკრეტული მოლოდინი არ მაქვს. მე რომ მკითხოთ, მტკიცებულებები იმაზე მეტია, ვიდრე საჭიროა”, - განაცხადა გიული ალასანიამ.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი