პრემიერი - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედება, დანერგვა, დაწყება ეკუთვნის ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს და ესაა შედეგი, რითაც ათასობით და ათი ათასობით ადამიანი გადარჩა

მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ამ პროგრამის ამოქმედება, დანერგვა, დაწყება ეკუთვნის ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს და ესაა შედეგი, რითაც ათასობით და ათი ათასობით ადამიანი გადარჩა. რომ ყოფილიყო ისევ ეს მჩაგვრელი, ნეოფაშისტური რეჟიმი ქვეყანაში ძალიან ბევრი, 10 000-ობით ადამიანი უბრალოდ ვერ შეძლებდა მკურნალობას და ამდენი, ათასობით სიცოცხლე გადავარჩინეთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კერძო სამედიცინო კლინიკებმა მიიღეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებზე სახელმწიფოს მიერ დახარჯული თანხებიდან თითქმის 6.8 მლრდ ლარი.

„ჩვენ ძალიან ბევრი დახმარება გამოვუყავით კერძო კლინიკებს, მთელი ეს თანხა წავიდა კერძო კლინიკებში, 6 მლრდ 800 მლნ ლარი და 200 მლნ წავიდა სახელმწიფო კლინიკებში.

ამით, რა თქმა უნდა, ფეხზე დადგა ჯანდაცვის სექტორი, ძალიან განვითარდა ბოლო 10 წელიწადში. ესაა ჩვენი ხელწერა. ანუ რა რეალობა დაგვხვდა და რა გვაქვს დღეს არის როგორც დღე და ღამე. მანამდე გახსოვთ. რომ სახელმწიფო რეალურად ადამიანებს, მოქალაქეებს იჭერდა, აწამებდა, კლავდა და ათას უბედურებას მართებდა, ამის შემდეგ არ მკურნალობდა, მიგდებული ჰყავდა აბსოლუტურად ბედის ანაბარად, რომ იტყვიან. ჩვენს ყველა ეს მიდგომა შევცვალეთ და სახეზე გვაქვს ძალიან მაგარი შედეგი“, - აღნიშნა პრემიერმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
კახა ოქრიაშვილი - „რუსულმა ოცნებამ“ თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში
წინანდლის მუზეუმში ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
შეიძინე ახალი ნომერი და მიიღე საჩუქრები ახალი სასწავლო წლისთვის