ეროვნულ ბიბლიოთეკას თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელის არქივი გადაეცემა

27 მარტს, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ამერიკელი მეგობრების“ აღმასრულებელი დირექტორი მარუსია ჭავჭავაძე ეწვია.

როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მარუსია ჭავჭავაძე ეროვნულ ბიბლიოთეკას ქართული სამეფო გვარის შთამომავლის, თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელის უმდიდრეს არქივს გადასცემს. არქივი მასაჩუსეტსიდან მალე ჩამოვა.

„კონსტანტინე და თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელების არქივის ნაწილი ეროვნულ ბიბლიოთეკას რამდენიმე წლის წინათ გადაეცა. უნიკალურ მასალებს შორის იყო ფოტოები, ჟურნალები, წიგნები, რომლებიც მე-19 საუკუნის მიწურულითა და მე-20 საუკუნის შუა წლებით თარიღდება. თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელის მეუღლის, ირინა ბეზობრაზოვას ანდერძის თანახმად, მათი ოჯახის არქივი უკვე სრულად გადაეცემა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას. მის სურვილს კი ორგანიზაცია „საქართველოს ამერიკელი მეგობრების“ აღმასრულებელი დირექტორი მარუსია ჭავჭავაძე აღასრულებს.

არქივი მნიშვნელოვანია ბაგრატოვანთა დინასტიის შესახებ აქამდე უცნობი დეტალების წარმოსაჩენად”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა