გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტომატოლოგებს ტრენინგს „როგორ ვმართოთ კლინიკა ახალი ტექნიკური რეგლამენტის პირობებში“ სთავაზობს

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტომატოლოგებს სთავაზობს ტრენინგს „როგორ ვმართოთ კლინიკა ახალი ტექნიკური რეგლამენტის პირობებში“. უნივერსიტეტის ცნობით, საქართველოს შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ შეცვალა სტომატოლოგიური კლინიკების ტექნიკური რეგლამენტი და განსაზღვრა ახალი ვალდებულებები. აქედან გამომდინარე, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი კლინიკის დირექტორებს, მენეჯერებს, ექიმებს, ასისტენტებს, ასევე, სტომატოლოგიური ფაკულტეტის მე-4 და მე- 5 კურსების სტუდენტებს 2-დღიან ტრენინგს სთავაზობს.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის განმარტებით, ტრენინგის მიზანია, სტომატოლოგიური დაწესებულებების სანებართვო რეჟიმის სრულყოფა და სამედიცინო მომსახურების შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან;

ტრენინგზე განსახილველი თემატიკა იქნება, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტით, კანონმდებლობითა და რეგულაციებით განსაზღვრული ვალდებულებები:

ნარჩენების მართვა;

სტერილიზაცია-დეზინფექცია; სტომატოლოგიურ კლინიკაში წარმოებული დოკუმენტაცია.

ტრენინგი გაიმართება 5-6 აპრილს, 16.00 საათზე, ხანგრძლივობა 4 საათი.

სასწავლო კურსს გაუძღვება თამარ ციხისელი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, პირველადი სამედიცინო და გადაუდებელი დახმარების კურსის ტრენერი, შრომის

უსაფრთხოების სპეციალისტი. ტრენინგის საფასურია 200 ლარი.

ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს.

ტრენინგში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ შემდეგ ბმულზე:

ტრენინგის საფასური უნდა ჩაირიცხოს უნივერსიტეტის ანგარიშზე ტრენინგის დაწყებამდე, 3-4 აპრილს:

ანგარიშის რეკვიზიტები:

ს.ს “თიბისი ბანკი”

ბანკის კოდი: TBCBGE22

მიმღების დასახელება: შპს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

ანგარიშსწორების ანგარიში - GE87TB0655236020100004“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ