BAG ინდექსი - ბიზნესის შეფასებით საქართველოს ბიზნეს კლიმატი მცირედით გაუმჯობესებულია

BAG ინდექსის 2023 წლის პირველი კვარტლის კვლევის შედეგების მიხედვით, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით გაუმჯობესდა და 46.8 ქულა შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნესასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეს მაჩვენებელი კომპანიების მიერ ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის დადებითად შეფასებით და ოპტიმისტური მოლოდინებით არის განპირობებული.

ბიზნესასოციაციის განმარტებით, კვლევის ფარგლებში, გამოკითხული კომპანიები ერთიანდება ოთხ სექტორში: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა.

„საგულისხმოა, რომ ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა ყველაზე დადებითად ვაჭრობის სექტორმა შეაფასა. აღნიშნულს შესაძლოა, განაპირობებდეს პირველ კვარტალში გაზრდილი გაყიდვები, რაც სექტორში გამოკითხულ კომპანიათა 39%-მა დააფიქსირა.

რაც შეეხება ბიზნესის მომდევნო ექვსი თვის მოლოდინს, 2023 წლის პირველ კვარტალში აღნიშნულმა მაჩვენებელმა 55.3 ქულა შეადგინა. სექტორებს შორის, ყველაზე ოპტიმისტური მოლოდინი მშენებლობისა და მრეწველობის სექტორებში დაფიქსირდა. განსაკუთრებით საგულისხმოა მრეწველობის სექტორი, სადაც წინა კვარტლის მონაცემთან შედარებით, მაჩვენებელი მნიშვნელოვნად, 27.5 ქულით არის გაუმჯობესებული“,- ნათქვამია ბიზნესასოციაციის განცხადებაში.

მათივე ცნობით, BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებებს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს.

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა