ენდოკრინოლოგი - მიხეილ სააკაშვილი „ვივამედში“ სიმპტომურ მკურნალობას გადის, რაც ამბულატორიულ კლინიკაშიც შეიძლება - თუ ამაზე მეტს არ დათანხმდება, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, სად იქნება

მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ჩართული ენდოკრინოლოგის, სოფო მებუკეს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი „ვივამედში“ სიმპტომურად მკურნალობს, რისი მიღებაც ამბულატორიულ კლინიკაშიც შეიძლება.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, 7, 8 და 9 მარტს მიხეილ სააკაშვილის რაციონი გამრავალფეროვნდა, თუმცა შემდგომში მან კალორაჟი კვლავ შეამცირა.

სოფო მებუკეს თქმით, მიხეილ სააკაშვილი ექიმების ახალი კონსილიუმის შექმნაზე, რეაბილიტაციაზე, სამკურნალო მასაჟებსა და ფსიქოთერაპიაზე უარს ამბობს.

მიხეილ სააკაშვილისთვის, ძირითადად, მოაქვთ ის, რაზეც იციან, რომ შეჭამს და არა ის, რაზეც ჩვენ გავცემთ რეკომენდაციას. „ვივამედის“ საკვებზე პირველივე დღიდან თქვეს უარი. არ ვიცი, გაცილებით რთულად გადასამუშავებელი პროდუქტი როგორ შეიძლება იყოს მისთვის მარტივად ასათვისებელი. მე მიხეილ სააკაშვილთან ბოლო ვიზიტი 16 მარტს მქონდა. მას კიდევ ერთხელ შევთავაზე, რომ სხვადასხვა პროფილის ექიმების კონსილიუმი შექმნილიყო, რაზეც კატეგორიული უარი მივიღე და მიხეილ სააკაშვილი გაღიზიანდა. ჩემი მოტივაცია აზრთა შეჯერება და მკურნალობის შემდგომი სტრატეგიის განსაზღვრა იყო. ეს ბოლო, უახლესი შემთხვევაა, კონსილიუმის შექმნა მანამდეც არაერთხელ შევთავაზე. მიხეილ სააკაშვილი, ასევე, უარს ამბობს რეაბილიტაციაზე, სამკურნალო მასაჟებსა და ფსიქოთერაპიაზე.

7, 8 და 9 მარტს ნამდვილად იყო ეპიზოდი, როდესაც მისი მენიუ გამრავალფეროვნდა. შემდგომში მას საკვებზე უარი არ უთქვამს, მაგრამ რაციონი კვლავ შეზღუდა.

„ვივამედის“ გადაწყვეტილებაში, რომლის მიხედვითაც, კლინიკა პენიტენციურ სამსახურს მიმართავს, რომ პაციენტი სიმპტომურ მკურნალობას გადის და ამის მიღება სხვა კლინიკაშიც შეუძლია, მე მონაწილეობა არ მიმიღია. მიუხედავად ამისა, ვიზიარებ იმას, რომ სიმპტომური მკურნალობა ამბულატორიულ კლინიკაშიც კი შეიძლება. თუ მიხეილ სააკაშვილი სიმპტომურ მკურნალობაზე მეტს არ დათანხმდება, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, სად იქნება“, - განაცხადა ენდოკრინოლოგმა.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი