ისრაელის უდიდესი პორტის, ჰაიფას პორტის თანამშრომლები საყოველთაო გაფიცვას შეუერთდნენ, - ამის შესახებ პორტის პრესსპიკერმა ზოჰარ არნონმა CNN-ს განუცხადა.
„ჩვენმა თანამშრომლებმა მუშაობა გააჩერეს. ისინი ჯერ კიდევ პორტში იმყოფებიან მოვლენების განვითარების მოლოდინში“, - აღნიშნა არნონმა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ თელ-ავივი-ის ბენ გურიონის აეროპორტმა ყველა გამავალი რეისი შეწყვიტა.
საყოველთაო გაფიცვას შეუერთდა ისრაელის სავაჭრო ცენტრების ქსელი Azrieli Group-ი. ქვეყნის მასშტაბით ყველა რესტორანი დახურა „მაკდონალდსმაც“.
მოქალაქეებს საყოველთაო გაფიცვისკენ ისრაელის უმსხვილესმა პროფესიული კავშირების გაერთიანება Histadrut-მა მოუწოდა.
„შეაჩერე ეს სასამართლო რევოლუცია, ეს სიგიჟე“, - მიმართა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს პროფკავშირების ხელმძღვანელმა, არნორ ბარ-დევიდმა.
ისრაელში საპროტესტო აქციები და საყოველთაო გაფიცვა დაგეგმილი სასამართლო რეფორმისგან გამოწვეულ უკმაყოფილებას მოჰყვა. რეფორმები ითვალისწინებს გეგმას, რომლის თანახმადაც მთავრობას სრული კონტროლი ექნება კომიტეტზე, რომელიც მოსამართლეებს ნიშნავს. ასევე, სასამართლოებისთვის გართულდება თანამდებობისთვის შეუფერებლად მიჩნეული ლიდერის გადაყენება.