ისრაელში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად 30-მდე მერმა შიმშილობა გამოაცხადა

ისრაელში 27-მა მერმა, მთავრობის მიერ შეთავაზებული სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, შიმშილობა გამოაცხადა.

„ჩვენ, ადგილობრივი ხელისუფლების მერები, პოლიტიკური სპექტრის ყველა მხრიდან, ვიწყებთ შიმშილობას მოთხოვნით, რომ დასრულდეს უზარმაზარი კრიზისი და კატასტროფა, რომლისკენაც ისრაელი მიექანება, ქვეყნის უსაფრთხოების დაზიანების თავიდან აცილებისა და ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნების მიზნით“, - აღნიშნულია მერების ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც 27 ოფიციალური პირი აწერს ხელს.

შეგახსენებთ, ისრაელში დაგეგმილ სასამართლო რეფორმისგან გამოწვეულ უკმაყოფილებას საპროტესტო აქციები და საყოველთაო გაფიცვა მოჰყვა. რეფორმები ითვალისწინებს გეგმას, რომლის თანახმადაც მთავრობას სრული კონტროლი ექნება კომიტეტზე, რომელიც მოსამართლეებს ნიშნავს. ასევე, სასამართლოებისთვის გართულდება თანამდებობისთვის შეუფერებლად მიჩნეული ლიდერის გადაყენება.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ ევროპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება