პარტია „დროა“ - საქართველოში ქალებს, რომლებიც ბედავენ მოძალადეების წინააღმდეგ ხმა ამოიღონ, ხშირად უპირისპირდება სახელისუფლებო სისტემა

პარტია „დროას“ განცხადებით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ თათია სამხარაძეს და ყველა ქალს, რომელმაც გაბედა და ძალადობის წინააღმდეგ გაილაშქრა. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„საქართველოში ქალებს, რომლებიც ბედავენ მოძალადეების წინააღმდეგ ხმა ამოიღონ, ხშირად უპირისპირდება სახელისუფლებო სისტემა. სისტემა, რომელიც ამ ქალების წინააღმდეგ მის ხელში არსებულ ყველა საშუალებას იყენებს - უქვეყნებს პირადი ცხოვრების ამსახველ უკანონოდ მოპოვებულ კადრებს, ცრუ და მანიპულაციური ინფორმაციის გასავრცელებლად ამუშავებს პროპაგანდისტულ მანქანას.

ბოლო დღეებში „ქართული ოცნების“ მთავარი პროპაგანდისტის შალვა რამიშვილის დაცვის მიზნით, თათია სამხარაძის წინააღმდეგ სამთავრობო მედიასაშუალებების გარდა, „ქართული ოცნების“ ე.წ. ექსპერტები, მხარდამჭერები, ტროლები და, რაც მთავარია, სახელმწიფო ინსტიტუტები ამოქმედდნენ.

ის, რომ შალვა რამიშვილი გამამტყუნებელი განაჩენისა და სექსუალური შევიწროების ათობით ისტორიის შემდეგ, ტელევიზიის ეთერში ზის, ზურგს სუს-ი უმაგრებს და აქვს ბერკეტები უსამართლო ბრძოლაში ზიანი მიაყენოს ამ ქალებს, ჩვენ, დანარჩენ საზოგადოებას გვავალდებულებს, დავდგეთ ამ ქალების გვერდით. არცერთ მოძალადეს არ უნდა ეგონოს, რომ რომელიმე ქალს მარტო დავტოვებთ. პარტია „დროას“ სოლიდარობა თათია სამხარაძეს და ყველა ქალს, რომელმაც გაბედა ძალადობის წინააღმდეგ გალაშქრება!“, - ნათქვამია განცხადებაში.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება