სლავიანსკზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულებისა და დაშავებულების რიცხვი გაიზარდა

დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკზე რუსული ძალების მიერ დღეს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა 29 ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, პაველ კირილენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

კირილენკოს თქმით, რუსებმა ქალაქის ცენტრს S300 ტიპის ორი რაკეტით დაარტყეს. დაბომბვის შედეგად განადგურდა ადმინისტრაციული და საოფისე შენობები, 5 მაღალსართულიანი კორპუსი და 7 კერძო სახლი.

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა სარაკეტო თავდასხმა ქალაქ დრუჟკოვკაზეც განახორციელეს. რაკეტები ბავშვთა სახლს მოხვდა და თითქმის მთლიანად გაანადგურა. არსებული მონაცემებით, ქალაქზე თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის