ნორვეგიის ელჩი, ელენ სანდ ანდრესენი კახეთის რეგიონში ქალ მეწარმეებს შეხვდა

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, ნორვეგიის ელჩ, ელენ სანდ ანდრესენთან და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, კახეთის რეგიონში მცხოვრებ ქალ მეწარმეებს შეხვდნენ, რომლებიც აგროტურიზმის სფეროში საქმიანობენ.

ფერმერთა ასოციაციის ინფორმაციით, რეგიონული ვიზიტის ფარგლებში ნორვეგიის ელჩი ადგილზე პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების“ ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შედეგებს გაეცნო.

„საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ პროექტის „ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების“ ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით 100 მეწარმე ქალი შეარჩია, რომლებსაც ორი წლის განმავლობაში ბიზნესის განსავითარებლად სხვადასხვა მიმართულების ცოდნისა და კვალიფიკაციის ტრენინგი ჩაუტარდათ. საუკეთესო ბიზნეს იდეის ავტორებმა კი მიიღეს ფინანსური დახმარება. ასევე, ოცზე მეტი მეწამე ქალის ბიზნესისთვის შეიქმნა ბრენდბუქი, საკომუნიკაციო სტრატეგია და ფოტო პორტფოლიო კონტენტით, რომელიც agrogate.worl განთავსდა.

რეგიონული ვიზიტის ბოლოს წიგნის “კულინარიული მოგზაურობა ქალ მეწარმეებთან ერთად “ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად ფერმერი ქალებიც ესწრებოდნენ.

წიგნში გაერთიანებულია სოფლად მცხოვრები ქალების ამბები, რომელთა სიყვარული შექმნილი ადგილები და გასტრო ნაწილი მოგანდომებთ, რომ იყოთ ამ დიდი ამბის ნაწილი და თქვენი მოგზაურობა კიდევ უფრო შთამბეჭდავად დაგეგმოთ.

პროექტს “ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის” გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით ახორციელებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
კახა ოქრიაშვილი - „რუსულმა ოცნებამ“ თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში
წინანდლის მუზეუმში ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
შეიძინე ახალი ნომერი და მიიღე საჩუქრები ახალი სასწავლო წლისთვის