„მოიწვიე Finedu სკოლაში“ საინფორმაციოს კამპანიის ფარგლებში, საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებმა სკოლებში შეხვედრები ჩაატარეს

„მოიწვიე Finedu სკოლაში“ საინფორმაციოს კამპანიის ფარგლებში საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებმა საჯარო სკოლებში შეხვედრები ჩაატარეს.

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის თანამშრომლებმა: ნიკოლოზ მესხიშვილმა და ჯული ავლოხაშვილმა თემაზე „დაგეგმე შენი ფული, შექმენი შენი მომავალი“ წარმოადგინეს პრეზენტაციები 221-ე საჯარო მეგა სკოლა მე-9 კლასის და 26-ე საჯარო სკოლის III და IV კლასის მოსწავლეებისთვის. ასევე, ჩატარდა ონლაინ შეხვედრები რეგიონის მოზარდებისთვის, სადაც 50-მდე სკოლის მოსწავლე ესწრებოდა.

„შეხვედრები წარიმართა ინტერაქციულ რეჟიმში, მოზარდებმა დასვეს შეკითხვები და ჩაერთვნენ სხვადასხვა ტიპის აქტივობაში, იმსჯელეს საპენსიო სააგენტოს სამუშაო პროცესებზე, ფულის დაზოგვის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე, გაეცნენ სხვადასხვა ტიპის ტერმინებს, ფულის ისტორიას და ეროვნული ბანკის საქმიანობას.

წლის მანძილზე, FINEDU-ს პლატფორმის ფარგლებში სამომავლოდაც იგეგმება არაერთი აქტივობა, რომელშიც საპენსიო სააგენტო პერმანენტულად იქნება ჩართული“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ ევროპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება