ლევან ხაბეიშვილი - პრეზიდენტ სააკაშვილის ჯილდომ მხოლოდ და მხოლოდ „რუსული ოცნება“ და კრემლი გაანაწყენა

პრეზიდენტ სააკაშვილის ჯილდომ მხოლოდ და მხოლოდ „რუსული ოცნება“ და კრემლი გაანაწყენა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ამით ის გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილისა და თეა წულუკიანის განცხადებებს, რომელთა მიხედვითაც, შემოქმედი სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების დარგში პრიზის გადაცემა სამარცხვინო გადაწყვეტილება იყო.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, მთავრობის წევრებს არა თუ მორალური უფლება, არამედ პოლიტიკური უფლებაც არ აქვთ, პრეზიდენტ სააკაშვილის საქმეები შეაფასონ.

„ბარბარე რაფალიანცის, გიგა ფარტენაძის, თამარ ბაჩალიაშვილის, ლუკა სირაძის, ეროსი კიწმარიშვილის, ბესიკ ხარძიანის, შალვა თათუხაშვილის, სერგო უბილავას, ლევან კორტავას, მამუკა მიქაუტაძის, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელები საუბრობენ წამებაზე, ადამიანის უფლებებზე, ადამიანის უფლებების შელახვაზე. მაჯლაჯუნა წულუკიანი, რომელიც ჩვენს გელათს ანადგურებს, რომელიც ხელს უწყობს ჯვრის მონასტრის ნგრევას, რომელიც გამორჩეულია თავისი ბოღმით, არაადამიანური დამოკიდებულებებით, მათ შორის, მისივე თანამშრომლების მიმართ და უამრავი სასამართლო პროცესი აქვს წაგებული და ბიძინა ივანიშვილის პირადი ჩუჩელა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ბავშვებს მიუვარდებოდა ხოლმე სახლში მხოლოდ იმიტომ, რომ ბერას ცუდი კომენტარი დაუტოვეს და მერე ამ ბავშვების ცუდ მდგომარეობაზე ღლიცინებდა მისსავე ბატონის შვილთან, ბერასთან და ეს ხალხი გვესაუბრება ადამიანის უფლებებზე და პრეზიდენტ სააკაშვილზე, ნეგატიურ კონტექსტში. ამ ადამიანებს არა თუ მორალური უფლება, არამედ პოლიტიკური უფლებაც არ აქვთ რამენაირად შეაფასონ პრეზიდენტ სააკაშვილის საქმეები. ყველანი კარგად ვხედავთ, რომ ეს ეწყინათ, არ მოეწონათ და გაბრაზდნენ. დარწმუნებული ვარ, გაბრაზდებოდნენ კრემლშიც. ყველა დანარჩენს კი, ნორმალურად, ადეკვატურად მიაჩნიათ პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ჯილდო. ბევრი ჯილდო მიიღო პრეზიდენტ სააკაშვილმა და კიდევ ბევრს მიიღებს დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარს „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში პრიზი გადაეცა. დაჯილდოების ცერემონია ნორვეგიაში გაიმართა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა