იაგო ხვიჩია - პარლამენტში მუშაობას ფაქტობრივად ისე ვასრულებ, რომ ჩემი ინიცირებული კანონპროექტების კომიტეტებსა და პლენარულ სხდომაზე გატანის შესაძლებლობა არ მომეცა

პარლამენტში მუშაობას ფაქტობრივად ისე ვასრულებ, რომ ჩემს მიერ ინიცირებული კანონპროექტების კომიტეტებსა და პლენარულ სხდომაზე გატანის შესაძლებლობა არ მომეცა , - აღნიშნული განცხადება “გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ბიუროს სხდომაზე გააკეთა, სადაც საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის დაწყებაში დახმარება პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს სთხოვა.

ხვიჩია ბიუროს თითქმის ყველა სხდომაზე იმას ითხოვს, რომ კომიტეტებმა მის მიერ ინიცირებული კანონპროექტები განიხილოს.

“ჩემი თემები მაწუხებს - ჩემს კანონპროექტებს რომ არ იხილავთ... ჩემს მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა ახლაც გადაავადეს. საკითხი უკანონო პატიმრებს ეხება. რა გახდა, რომ მართლა სერიოზულად დავსხდეთ და გადაწყვეტილება მივიღოთ - რატომ გვინდა, რომ ეს ხალხი ციხეში იჯდეს, მაშინ, როცა არ უნდა ისხდნენ და ჩვენ ნებისმიერ სხვა საკითხს ვიხილავდეთ“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა