ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ  დირექტორს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეში ვიზიტისას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურ დირექტორს რაფაელ გროსის შეხვდა.

შეხვედრის ამსახველი ფოტოები „ტვიტერის“ საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გროსიმ გამოაქვეყნა.

„დღეს ზაპოროჟიეში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შევხვდი. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისა და მისი პერსონალის დაცვაზე მოსაზრებები გავცვალეთ. მე კიდევ ერთხელ დავუდასტურე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სრული მხარდაჭერა უკრაინის ბირთვული ობიექტების მიმართ“, - განაცხადა გროსიმ.

შეგახსენებთ, ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტი ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურია, რომლის ოკუპირებაც რუსულმა ძალებმა გასული წლის მარტიდან მოახდინეს.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ ევროპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება