კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „ახალგაზრდული ფორუმი - მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციისთვის“ გაიმართა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „ახალგაზრდული ფორუმი-მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციისთვის“ ფარგლებში, პანელური ფორმატის დისკუსია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, ფორუმი მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ინფორმირებულობის, ჩართულობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის გაზრდას, ინოვაციური ხედვების წარმოჩენას და ასახვას, ქვეყნის მიერ განსახორციელებელი ამოცანების შესრულების პროცესში. მათ შორის, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით.

„პანელურ დისკუსიას წინ უძღვოდა ურთიერთთანმშრომლობის მემორანდუმის გაფორმება კავკასიის საერთაშორისო უნივერისიტეტსა და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრები - საქართველოს“ შორის.

მემორანდუმს ხელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრები - საქართველოს“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ მოაწერეს.

მხარეთა შორის შეთანხმება ითვალისწინებს, ეკოლოგიური, გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად თეორიული და პრაქტიკული საქმიანობის განხორციელებას, მათ შორის ახალგაზრდული ფორუმი - მდგრადი განვითარებისთვის და ევროინტეგრაციისთვის ღონისძიებაში მონაწილეობასა და თანამშრომლობას.

ფორუმი სადისკუსიო-პანელური ფორმატით წარიმართა, მოხსენებები CIU-ს სამართლის, ფინანსებისა და ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებმა გააკეთეს:

ნანა მიქავა - ნარჩენების სეპარირება და მისი მნიშვნელობა; ლანა ნარსავიძე - მყარი ნარჩენების ზემოქმედება გარემოზე; ილია ხუციშვილი - ნარჩენების გადამუშავების ლოჯისტიკა და მიწოდებათა ჯაჭვი; თამარ ოყუჯავა - საზოგადოებაში ნარჩენების მართვის პოპულარიზაციის მნიშვნელობა.

შეხვედრას ესწრებოდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, კახაბერ კორძაია; „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრები - საქართველოს“ თავმჯდომარე, ნინო ჩხობაძე; CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, გრიგოლ ნემსაძე; CIU-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე, ფიქრია კაპანაძე და უნივერისტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი.

დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა, სადაც დამსწრე საზოგადოებამ მიიღო ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ფორუმის მხარდამჭერია საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და შვედეთის სამეფოს საელჩო საქართველოში.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო