რომეო მიქაუტაძე ქვესადგური „გარდაბანი-500“-ის ტერიტორიაზე განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგებს გაეცნო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე რომეო მიქაუტაძე ქვესადგური „გარდაბანი-500“-ის ტერიტორიაზე განხორციელებული სარეკონტრუქციო სამუშაოების შედეგებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მასთან ერთად ქვესადგურში განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერეს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა და სს „საქრუსენერგოს“ გენერალურმა დირექტორმა ბაჩანა სულაძემ.

მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ქვესადგურში მასშტაბური სამუშაოების განხორციელებამ ქვესადგურის გამტარუნარიანობის ზრდას ხელი შეუწყო. „პროექტის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემებს შორის შესაძლებელი გახდება 1000 მგვტ სიმძლავრის შეუფერხებლად მიმოცვლა, როგორც ექსპორტ-იმპორტის, ასევე ტრანზიტის მიმართულებით“, - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

მისი თქმით, პროექტის განხორციელება, რომლის ბიუჯეტიც დაახლოებით 20 მლნ ლარს შეადგენდა, აზერბაიჯანთან სინქრონული ოპერირების საიმედოობის ამაღლებას შეუწყობს ხელს. ამასთან, მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, პროექტის დასრულება, განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე, მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის სტაბილურ ელექტრომომარაგებას.

„აღსანიშნავია, რომ 2022 წლის დასასრულს, განხორციელდა ქვესადგური „გარდაბანი-500“-ის სრული რეკონსტრუქცია - მოეწყო 330 და 220 კვტ ახალი უჯრედები, ექსპლუატაციაში შევიდა 400 მგვა სიმძლავრის, 330 კვტ მეორე ავტოტრანსფორმატორი. სამუშაოები საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის მიხედვით, 330 კვტ ელექტროგადამცემი ხაზის „გარდაბანი“ გაორჯაჭვიანების პროექტის ფარგლებში მიმდინარეობდა. აღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზი ქვესადგურების „გარდაბანი-500“ და „აღსტაფა“ მეშვეობით ერთმანეთთან აკავშირებს საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემებს”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი, „გარდაბანი-500“ ქვეყნის ენერგომომარაგებისთვის საკვანძო ქვესადგურია. ზამთრის პერიოდში, როდესაც საქართველოს ჰიდროელექტროსადგურების გენერაცია იკლებს, თბოსადგურებისა და სატრანზიტო ელექტროგადამცემი ხაზების ხარჯზე, ქვესადგური საქართველოს ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის მოხმარების 60-70%-ს უზრუნველყოფს.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ ევროპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება