რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებას, ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების თაობაზე, გერმანია "უპასუხისმგებლოსა" და “მაესკალირებელს“ უწოდებს.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, კრემლის ლიდერის განცხადება „რუსეთის მხრიდან ბირთვული დაშინების შემდგომი მცდელობა“ იყო.
„ჩვენ ამ რიტორიკას უპასუხისმგებლოდ მივიჩნევთ და მას ცალსახად უარვყოფთ”, - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
პუტინის განცხადებას ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ გერმანიის მთავრობის პრეს-სპიკერიც გამოეხმაურა და მას „მაესკალირებელი“ უწოდა.
„ეს მაესკალირებელი ნაბიჯებია, რომლებსაც ახლა რუსული მხარე აგრძელებს, სულ მცირე, რიტორიკულად“, - აღნიშნა გერმანიის მთავრობის პრეს-სპიკერმა.