ენდოკრინოლოგი მიხეილ სააკაშვილზე - ორგანიზმს გააჩნია რესურსი - ჯანმრთელობასთან და შეუქცევად პროცესებთან თამაშის რისკი სავალალო იქნება

ჯანმრთელობასთან, შეუქცევად პროცესებთან თამაშის რისკი ძალიან სავალალო იქნება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ჩართულმა ენდოკრინოლოგმა, სოფო მებუკემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. ამით მან უპასუხა კითხვას: „იმის გათვალისწინებით, რა ტიპის მკურნალობაზეც მიხეილ სააკაშვილი თანხმდება, მისი ახლანდელი მდგომარეობა შესაძლოა შენარჩუნდეს თვეების განმავლობაში, თუ არსებობს რისკი, რომ გაუარესება შეიძლება, მოულოდნელად დადგეს“.

სოფო მებუკეს თქმით, „ორგანიზმს გააჩნია თავისი რესურსი“.

„ასაკის, მდგომარეობის, ორგანოთა რესურსის მიხედვით, ორგანიზმს გააჩნია თავისი რესურსი. არსებობს ჯერ კიდევ მდგომარეობა, როდესაც ჩიხიდან გამოსავალი არსებობს, მაგრამ არის ასევე პოზიცია, როდესაც შეუქცევადი პროცესებიდან გამოსავლის შანსები ძალიან მცირე რჩება, ეს სწორედ პაციენტზე და ზოგადად ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ასე რომ, მე ვფიქრობ, ჯანმრთელობასთან, შეუქცევად პროცესებთან თამაშის რისკი ძალიან სავალალო იქნება. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ექიმის და კლინიკის ამოცანაა პაციენტის კეთილდღეობა, კეთილსაიმედო გამოსავალი და ამაში უნდა იყოს ორი ურთიერთმხრივი, სიმბიოზური, ურთიერთშეთანხმებული კავშირი“, - განაცხადა სოფო მებუკემ.

სოფო მებუკის თქმით, 7-8-9 მარტს მიხეილ სააკაშვილთან შემოტანილი საკვები შედარებით უფრო მრავალფეროვანი იყო, ვიდრე სხვა დღეებში, თუმცა ეს იყო ეპიზოდური ხასიათის, რასაც შემდგომ დღეებში აღარ ჰქონია ადგილი.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მცდელობა ოჯახის წევრები დაეწმუნებია, რომ უფრო მრავალფეროვანი, მაღალი კალორაჟის საკვები მიეტანათ სააკაშვილთან, სოფო მებუკე პასუხობს:

„მქონია, რა თქმა უნდა, არაერთი მცდელობა, თუმცა განსაკუთრებით ადგილი ჰქონდა ფსიქოთერაპიის კუთხით პაციენტის დარწმუნებას, რომ საკვების პრიორიტეტულობაზე გაეკეთებინა აქცენტი, მაგრამ ეს დარჩა მხოლოდ სიტყვის მასალად“.

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
უნიკალური შესაძლებლობა ევროპაში მცხოვრები ქართველებისთვის
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება