თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ ისრაელის სასამართლო სისტემის რეფორმის გადადებას მიესალმება

თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელის სასამართლო სისტემის რეფორმის გადადებას მიესალმება.

„ჩვენ მივესალმებით ამ განცხადებას, როგორც შესაძლებლობას შეიქმნას დამატებითი დრო და სივრცე კომპრომისისთვის. კომპრომისი არის ზუსტად ის, რისკენაც ჩვენ მოვუწოდებთ“, - განაცხადა პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა.

მისივე თქმით, ოფიციალური ვაშინგტონი განაგრძობს ისრაელის ლიდერების მიმართ მოწოდებას, რაც შეიძლება მალე იპოვონ კომპრომისი.

„დემოკრატიული საზოგადოებები ძლიერდება კონტროლისა და ბალანსის საშუალებით და დემოკრატიულ სისტემაში ფუნდამენტური ცვლილებები უნდა განხორციელდეს სახალხო მხარდაჭერის რაც შეიძლება ფართო საფუძვლით“, - აღნიშნა ჟან-პიერმა.

ისრაელის სასამართლო სისტემის რეფორმის გადადებას მიესალმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიც.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის