აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განკარგულებით, თეთრ სახლსა და სხვა სამთავრობო შენობებზე, ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილის სკოლაში მომხდარი სროლის მსხვერპლთა მიმართ პატივისცემის ნიშნად, პარასკევამდე დროშები დაეშვება.
CNN-ის ინფორმაციით, მოკლული სამივე ბავშვის ასაკი 9 წელია.
სამართალდამცავების ინფორმაციით, თავდამსხმელი 28 წლის ქალი, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლეა.
ნეშვილში, Covenant School-ში მომხდარი სროლის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი 9 წლის ბავშვი. მედიის ინფორმაციით, პოლიციამ თავდამსხმელის ლიკვიდაცია განახორციელა.