გაერო-მ „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენებთან დაკავშირებით რუსეთის რეზოლუციას  მხარი არ დაუჭირა

რუსეთმა, მის მიერ შეთავაზებული რეზოლუციის დასამტკიცებლად, გაერო-ს უშიშროების საბჭოში საკმარისი ხმების მოპოვება ვერ შეძლო.

რეზოლუცია „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენებზე განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებას ითვალისწინებდა.

რუსეთის მიერ შეთავაზებულ რეზოლუციას მხარი მხოლოდ სამმა ქვეყანამ დაუჭირა, 12-მა კი თავი შეიკავა. მის მისაღებად სულ მცირე ცხრა ხმა იყო საჭირო.

რეზოლუციას მხარი დაუჭირეს რუსეთმა, ჩინეთმა და ბრაზილიამ. ალბანეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ, გაბონმა, განამ, მალტამ, მოზამბიკმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, აშშ-მა, საფრანგეთმა, შვეიცარიამ, ეკვადორმა და იაპონიამ თავი შეიკავეს.

რეზოლუციის თანაავტორები იყვნენ ბელარუსი, ვენესუელა, ჩრდილოეთი კორეა, ნიკარაგუა, სირია და ერითრეა. თუმცა ისინი უშიშროების საბჭოს წევრები არ არიან და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ ევროპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება