მარია ზახაროვა - ვიტოვებთ უფლებას, გადავდგათ საჭირო ნაბიჯები რუსეთისა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

მოსკოვი იტოვებს უფლებას, გადადგას საჭირო დამატებითი ნაბიჯები ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დასავლეთის ტოტალური ჰიბრიდული ომის ფონზე, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„გულუბრყვილო იქნება იმის მოლოდინი, რომ ჩვენ არ მივიღებთ რაიმე სამხედრო და ტექნიკურ კონტრზომებს მას შემდეგ, რაც დასავლეთმა დაიწყო ტოტალური ჰიბრიდული ომი რუსეთის წინააღმდეგ და აშშ-მა და ნატო-მ გამოაცხადეს გეგმები ჩვენთვის „სტრატეგიული მარცხის“ მიყენების შესახებ. ვიტოვებთ უფლებას, გადავდგათ საჭირო დამატებითი ნაბიჯები რუსეთისა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა ზახაროვამ.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა