გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 მარტს 11:00-დან 13:00 საათამდე დიღომში ჰუგო ჰუბერტის, ბერტა ფონ ზუტნერის, ხატაეთის, შერმადინის, ბარონ დე ბაის, მაქს ტილკეს ქუჩებზე აბონენტებს ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ენერგომომარაგება, ასევე, შეიზღუდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტისა და მცხეთის რაიონის სოფლებში.

„10:00-დან 15:00 საათამდე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებს - გველეთი, დარიალი და ლარსი, ელექტროენერგია შეუწყდება.

13:30-დან 15:30 საათამდე დენი გაეთიშებათ მომხმარებლებს მცხეთის რაიონის სოფლებში წეროვანი, ჩარდახი, გოროვანი, სხალტბა, მუხრანი, ნატახტარი, ხოლო 15:00-დან 16:00 საათამდე - სოფლებში მუხრანი, ქანდა, ქსანი, აღაიანი, ციხისძირი, ქსოვრისი, პატარა ქანდა, ძველი ქანდა, ვარდისუბანი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის