კოკა კაციტაძე საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში შერაზ გასრის შეხვდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე მოადგილე ნათია სონღულაშვილთან ერთად, საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში შერაზ გასრის შეხვდა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

„კოკა კაციტაძემ დიპლომატს სამსახურის ფუნქციები და გაზრდილი უფლებამოსილება გააცნო. ასევე ყურადღება გაამახვილა სამომავლო პროექტებსა და რეფორმებზე, რომლის განხორციელებასაც სამსახური სამოქმედო გეგმის ფარგლებში გეგმავს. აღინიშნა, რომ სამსახური ორიენტირებულია გამოძიების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმართვასა და ინსტიტუციური განვითარების მიზნით, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებისა და პრაქტიკის დანერგვაზე.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ხაზი გაუსვა ფრანგულ მხარესთან თანამშრომლობას საგამოძიებო მანდატის ფარგლებში ძალადობრივ დანაშაულთა გამოძიების მეთოდების გაცნობისა და ქართველ გამომძიებელთა გადამზადების შესაძლებლობის მხარდაჭერის საკითხებში.

შეხვედრაზე განიხილეს საპოლიციო საჩივრების განმხილველი დამოუკიდებელი ორგანოების ქსელში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაწევრიანების საკითხი, რომლის სამდივნოსაც საფრანგეთის უფლებადამცველი უწევს ორგანიზებას.

სამსახურის უფროსმა შერაზ გასრის შეხვედრისთვის და ნაყოფიერი დისკუსიისთვის მადლობა გადაუხადა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრას შიდა უსაფრთხოების ატაშე ბატონი ოლივერ ლიფებრე და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნათია ფირაშვილი ესწრებოდნენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო