BAG ინდექსი - სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები ბიზნესის მთავარი გამოწვევაა

BAG ინდექსის კვლევის თანახმად, 2023 წლის პირველ კვარტალში, 2022 წლის მეოთხე კვარტლის მსგავსად, ბიზნესმა მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად კვლავ სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები დაასახელა, თუმცა საგულისხმოა, რომ აღნიშნული მაჩვენებელი, წინა კვარტლის მონაცემთან შედარებით, 10 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნესასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე კვარტალში, ჩამოთვლილ ფაქტორებს შორის გამწვავდა შეზღუდული ფინანსური რესურსების პრობლემაც, რომელიც წინა კვარტალთან შედარებით 8 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.

„სექტორებს შორის, სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ბარიერებს ხელისშემშლელ ფაქტორად, კვლავ მომსახურების და მშენებლობის სექტორები ასახელებენ, თუმცა წინა კვარტალთან შედარებით, მაჩვენებლები მცირედით გაუმჯობესებულია.

სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა მკვეთრად გამწვავდა მრეწველობის სექტორში, კერძოდ, წინა კვარტალთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი 51 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. ამავე სექტორში ყველაზე ხშირად ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსისა და შეზღუდული ფინანსური რესურსების პრობლემები დაფიქსირდა.

გამოსაყოფია მშენებლობის სექტორი, რომლისთვისაც წინა კვარტლებში დასახელებული ხელისშემშლელი ფაქტორები მიმდინარე კვარტალში შემსუბუქდა, კერძოდ, 24 და 30 პროცენტული პუნქტებით შემცირდა სპეციალისტების ნაკლებობით და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსით გამოწვეული პრობლემები.

შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორების არსებობაზე 2023 წლის პირველ კვარტალში გამოკითხული ბიზნესის 61% საუბრობს, რაც გაზრდილი მაჩვენებელია წინა კვარტალთან შედარებით.

შეგახსენებთ, რომ BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრების და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებას. შესაბამისად, BAG ინდექსი წარმოადგენს საქართველოში ბიზნესგარემოს შეფასების მნიშვნელოვან ინდიკატორს, რომელსაც საქართველოს ბიზნესასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებენ“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის