სახალხო დამცველი - ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც ომბუდსმენს აქვს, შენარჩუნებულია და პროცესს შეფერხება არ ემუქრება

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმიანება მედიაში გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, რომ თითქოს, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმები მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად მის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

სახალხო დამცველის განცხადებით, კონსილიუმი საჭიროების არსებობის შემთხვევაში, თავად იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის მონახულების თაობაზე და ამ პროცესში სახალხო დამცველი არ ერევა. გარდა იმ ფორმალური ნაწილისა, რაც მსჯავრდებულის მოსანახულებლად საჭირო რწმუნებების გაცემასა და ხელმოწერასთან არის დაკავშირებული. აღნიშნული საკითხი მოგვარებულია და რწმუნებები მათ ნებისმიერ დროს, მოთხოვნისთანავე გადაეცემათ.

„სახალხო დამცველი გასულ კვირას შეხვდა კონსილიუმის წევრებს და მიაწოდა მათ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის სურვილის შესახებ, მოენახულებინა იგი კონსილიუმს. ამასთან, შეხვედრაზე ლევან იოსელიანმა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა თავისი პოზიცია, რომ კონსილიუმს მისი მხრიდან ყველანაირი ხელშეწყობა ექნებოდა.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ყველა ის მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც სახალხო დამცველს აქვს შენარჩუნებულია და ამ პროცესს მისგან არანაირი შეფერხება არ ემუქრება“, - ნათქვამია განცხადებაში,რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა