სიმძლავრის პირველი აუქციონის ფარგლებში განაცხადების მიღება დასრულდა

„განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N556 დადგენილებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით გამოცხადებული სიმძლავრის პირველი აუქციონის ფარგლებში განაცხადების მიღება დასრულდა.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაინტერესებული პირების მიერ საინიციატივო შეთავაზებების წარდგენა დახურული კონვერტის სახით მოხდა.

„წარმოდგენილ იქნა ათეულობით განაცხადი, რომელთაც სიმძლავრის აუქციონის კომისია ერთი თვის ვადაში განიხილავს. უპირატესობა მიენიჭება იმ განაცხადებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთხსენებული დადგენილებისა და სიმძლავრის აუქციონის წესებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, აგრეთვე შესაბამისობაში მოდიან არსებული მხარდაჭერის სქემის მიზნებთან.

წინადადებების განხილვისა და სიმძლავრის აუქციონის კომისიის მიერ პროექტების გამარჯვებულად გამოცხადების შემდგომ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შერჩეულ განაცხადებს, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს მთავრობას წარუდგენს.

სიმძლავრის აუქციონის პირველი ეტაპით დარგს მიეცემა საშუალება დამატებით ექსპლუატაციაში მიიღოს 300 მგვტ. დადგმული სიმძლავრის ელექტროსადგურები.

აღსანიშნავია, რომ განაცხადების მიღება 2023 წლის 10 თებერვალს დაიწყო და 2023 წლის 27 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა