ალუდა ღუდუშაური - არ ვიცი, ვის გულისხმობდა პრეზიდენტი როცა ამბობდა, გრცხვენოდეთო, მაგრამ არ მგონია მისგან ამას ვიმსახურებდეთ - მოვუწოდებდი, იყოს ყველას პრეზიდენტი, სუბიექტური მოსაზრებები ნაკლებად ჩართოს

იყო კონსტიტუციაში შეჭრა - გამოჭრის საკითხები და შეიძლება პრეზიდენტს ამ საკითხზეც ბუნდოვანება ჰქონდეს, ვურჩევდი მისმა სამსახურებმა განუმარტონ, ვინ არის მოძალადე და მსხვერპლი - მტკიცებით ფორმაში გაკეთებული განცხადებებით შეიძლება დიდ უხერხულობაში ჩაიგდოს თავი,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ძალადობა დასაგმობია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინმემ თავს უფლება მისცეს ვინმე მოძალადედ ან მსხვერპლად გამოიყვანოს.

„რაც სასამართლოს დადგენილი აქვს, მას აქვს უკვე გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ მე მოვერიდებოდი როგორც ერთი მხრივ, ისე მეორე მხრივ უკვე გამოტანილი ვერდიქტებით საუბარს. საზოგადოების პოლარიზება ნებისმიერ საკითხში, მათ შორის, ამ საკითხშიც არის მიუღებელი. ხაზი მინდა გავუსვა, შესწავლის, მოკვლევის გარეშე, წინასწარ მტრებად და მოყვარეებად გამოცხადება არ მგონია იყოს სწორი. ვერდიქტი არ უნდა გამოვიტანოთ საზოგადოებაში სათანადო დასაბუთების და პროცედურების გარეშე.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, არ ვიცი, ვის გულისხმობდა როცა ამბობდა, გრცხვენოდეთო, მაგრამ არ მგონია მისგან ამას ვიმსახურებდეთ ჩვენ. მოვუწოდებდი, იყოს ყველას პრეზიდენტი, სუბიექტური მოსაზრებები ნაკლებად ჩართოს, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს საკითხი. შეიძლება სიტყვის შინაარსიდან გამომდინარე მას კარგად არც ჰქონდეს გააზრებული და ან უბრალოდ წამოცდენა იყოს, მაგრამ ის, რომ აპრიორი ადამიანი გამოაცხადო მოძალადედ, როცა მაღალი ინსტიტუციის წარმომადგენელი ხარ, ეს არის წარმოუდგენელი რამ.

ყველას აქვს უფლება სჯეროდეს, ან არ სჯეროდეს, მაგრამ ის, რომ ვერდიქტი გამოიტანო და გამოაცხადო (დამნაშავედ), ეს წარსულს ჩაბარდა. ძალადობას ემიჯნება ყველა, მეც და სხვა ჩემი კოლეგა იქნება თუ მეგობარი, არ მეგულება დედამიწის ზურგზე ადამიანი, ვინც ძალადობას არ ემიჯნებოდეს და რა მჭირს, ან ვინმეს რა ჭირს, რომ მან თქვას, რომ თურმე ჩვენი საქციელიდან გამომდინარე უნდა რცხვენოდეს. არის ხოლმე მთელი რიგი საკითხები, მაგალითად იყო კონსტიტუციაში შეჭრა - გამოჭრის საკითხები და შეიძლება მას ამ საკითხზეც ბუნდოვანება ჰქონდეს, ვურჩევდი მისმა სამსახურებმა, შესაბამისმა პირებმა განუმარტონ ვინ არის მოძალადე, მსხვერპლი, მტკიცებით ფორმაში გაკეთებული განცხადებებით შეიძლება დიდ უხერხულობაში ჩაიგდოს თავი,"- განაცხადა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქალთა ძალადობის კუთხით ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას და აღნიშნულის "სხვადასხვა ფორმით გამართლებას" შემაშფოთებელი უწოდა.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, „ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, თუნდაც სიტყვიერად, პირიქით, მოძალადეს აგულიანებს და მსხვერპლს ამით განმეორებით ეძალადება“.

„ეს ჩვენ ქვეყანას არ ეკადრება. უნდა გრცხვენოდეთ!“ , - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა