კახა კალაძე - საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზაზე და სამართლიანად იმსახურებს გახდეს ევროპული ოჯახის წევრი

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ბათუმში გამართულ პარტიულ კონფერენციას დაესწრო. "ქართული ოცნების" ინფორმაციით, მან კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა პარტიული საქმიანობისთვის და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროცესებში მონაწილეობისთვის.

„თქვენ ხართ ის ხალხი, ვისთან ერთადაც დავიწყეთ ბრძოლა 2011 წელს. რთული გზა გავიარეთ, ბევრ წარმატებას და გამარჯვებას მივაღწიეთ ერთად. დღესაც თქვენ ხართ ჩვენი გუნდის მთავარი საყრდენი და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების პროცესში დიდია თქვენი წვლილი.

რასაკვირველია, გამოწვევები დღესაც არის, თუმცა ერთიანობით, შემართებით, სწორი სვლით და რაც მთავარია, ქვეყნის ინტერესებზე მორგებული გადაწყვეტილებებით დავძლევთ ყველა პრობლემას.

პატრიოტიზმი, ტრადიციების შენარჩუნება, ჩვენი იდენტობის, კულტურის და ისტორიის დაცვა „ქართული ოცნების“ მთავარი ღირებულებებია და სწორედ ამ პრინციპებით ვხელმძღვანელობთ ევროინტეგრაციის გზაზეც.

მე ვარ ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელსაც ევროპაში ცხოვრების და კარიერის შექმნის ისტორია გააჩნია. კარგად ვიცი რა არის ევროპა და ევროპული ღირებულებები და სწორედ ამიტომ, მინდა, რომ ჩემი ქვეყანა გახდეს ამ დიდი ოჯახის წევრი, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არ უნდა მოხდეს კრიმინალის გათავისუფლების მოთხოვნის სანაცვლოდ, ქვეყანაში არეულობის და ქაოსის დათესვის სანაცვლოდ.

„ქართული ოცნება“ მზადაა 12-პუნქტიანი გეგმის პირნათლად შესასრულებლად და ამისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს. გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ევროკავშირის სტრუქტურებმა, იმსახურებს თუ არა ქართველი ხალხი სტატუსს არა კრიმინალის გათავისუფლების საპირწონედ, არამედ რეალური საქმით და რეფორმებით, რაც გატარდა“, - განაცხადა კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას.

„ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით პარტიულ კონფერენციებს მართავს.

პირველი კონფერენცია დღეს ბათუმში ჩატარდა.

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება