პროფკავშირების ინფორმაციით, საკუთარი წევრებისთვის საქართველოში ინგლისური ენის სწავლების ყველაზე დიდი ამერიკული პლატფორმა სპეციალურ ფასად შემოიტანეს

პროფკავშირებთან თანამშრომლობით საქართველოში ინგლისური ენის სწავლების ყველაზე დიდი ამერიკულ-ებრაული პლატფორმა ედუსოფტი შემოვიდა.

ინფორმაციას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.

მათი ცნობით, ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული სწავლების ონლაინ პროგრამა მსოფლიოში ბოლო 20 წლის მანძილზე 170, 000, 000-მა ადამიანმა გაიარა. პროგრამით სარგებლობა ყველა მსურველს შეუძლია, თუმცა, პროფკავშირის წევრებისთვის სწავლება ექსკლუზიურ ფასად, თვეში 25 ლარად იქნება შესაძლებელი. ამავე ფასით ისარგებლებენ მათი ოჯახის წევრებიც.

„კურსების გავლა ნებისმიერი ასაკისა და განათლების მქონე ადამიანისთვისაა შესაძლებელი. თუ თვლით, რომ ინგლისურ ენას რაღაც დონემდე ფლობთ, სურვილის შემთხვევაში, საკუთარი ცოდნის შესამოწმებლად, შეგიძლიათ ონლაინ ტესტირების დაწერა, რეკომენდაციის მიღება და სწავლის შესაბამისი საფეხურიდან დაწყება.

თითოეული კურსის გავლის შემდეგ, მომხარებელი ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებს.

ონლაინ სწავლების დროს, პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის, მომხმარებელს კვალიფიციური მასწავლებელი, რეკომენდაციებს ინდივიდუალურად გაუწევს. ინგლისური ენის ხარისხიანად შესასწავლად, კვირაში 4-5 საათი პლატფორმაზე მეცადინეობაა საკმარისი.

პროგრამა სრულად ადაპტირებულია ქართველი მომხამრებლისთვის.

მთავარია, გქონდეთ სურვილი და ინტერნეტთან წვდომა.

ქართველი მომხმარებლების დასარეგისტრირებლად, მეტი სიმარტივისთვის, სპეციალურად შეიქმნა ქართულ-ამერიკული პლატფორმა engeo.ge . რეგისტრაციისა და კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის სანახავად გადადით ვებ-გვერდზე https://engeo.ge/

https://www.youtube.com/watch?v=g3bVRJ2W7W4", - აღნიშნულია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ლინას ლინკევიჩუსი - საქართველოს ხელისუფლება გულწრფელი არ არის, როდესაც ამბობს, რომ ევროპისკენ სვლა სურს - არა, ისინი არ მიდიან ევროპაში, ისინი სადღაც სხვაგან მიდიან და ხალხს ეს უნდა ესმოდეს
კახა ოქრიაშვილი - „რუსულმა ოცნებამ“ თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში
წინანდლის მუზეუმში ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
შეიძინე ახალი ნომერი და მიიღე საჩუქრები ახალი სასწავლო წლისთვის