გაერთიანებული სამეფო და პოლონეთი დასავლეთ და ცენტრალურ უკრაინაში ორ დროებით სოფელს ააშენებენ, რათა უზრუნველყონ საცხოვრებელი ფართები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იძულებულები გახდნენ თავიანთი სახლები რუსეთის შეჭრის გამო დაეტოვებინათ.
სოფლები, რომლებსაც ლვოვსა და პოლტავაში ააშენებენ, საცხოვრებელი სახლებით 700-ზე მეტ უკრაინელს უზრუნველყოფს.
„გასული წლის განმავლობაში პუტინი აგრძელებდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს, უკრაინელი ხალხი კი მძიმე ფასს იხდის. გაერთიანებული სამეფოსა და პოლონეთის ეს ახალი პარტნიორობა დაეხმარება შუქით, სითბოთი და სახლებით მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცეა საერთო გადაწყვეტილებაში, მხარი დავუჭიროთ უკრაინელ ხალხს და ვიხილოთ ისინი გამარჯვებულები სამართლიანი მშვიდობით, უკრაინის პირობებით“, - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ.
გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროექტის დასაფინანსებლად 10 მილიონამდე გირვანქა სტერლინგს გამოყოფენ.