უკრაინამ პორტუგალიისგან „ლეოპარდის“ სამი საბრძოლო ტანკი მიიღო. პორტუგალიის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ტანკებმა უკვე გადაკვეთეს საზღვარი და უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებიან.
„პორტუგალიის მიერ ნაჩუქარი Leopard 2A6 ტიპის სამი ტანკი უკვე უკრაინაშია“, - აცხადებენ უწყებაში.
მათი მტკიცებით, პორტუგალია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რათა მან რუსეთის უკანონო შეჭრის წინააღმდეგ წინააღმდეგობის გაწევა შეძლოს.
ცნობისათვის, უკრაინამ გუშინ გერმანიისგან „ლეოპარდ 2“ ტიპის 18 ტანკი, გაერთიანებული სამეფოსგან კი - „ჩელენჯერი 2“ ტიპის ტანკები მიიღო.