გია ვოლსკი - ბრეივიკმა ერთ დღეში ჩაიდინა დანაშაული - 76 თუ 77 ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე მოსპო, იგივე გააკეთა სააკაშვილის მიერ შექმნილმა სისტემამ - დანაშაულის მასშტაბი გაცილებით დიდია

ბრეივიკმა ერთ დღეში ჩაიდინა დანაშაული - 76 თუ 77 ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე მოსპო, იგივე გააკეთა სააკაშვილის მიერ შექმნილმა სისტემამ - დანაშაულის მასშტაბი გაცილებით დიდია, უბრალოდ, ერთ დღეში კი არ მოხდა, ეს მოხდა დროთა განმავლობაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის მიერ მიხეილ სააკაშვილის დაჯილდოებას და ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.

ამასთან, ვოლსკის შეფასებით, ამ საკითხზე ელჩის დაბარება და დემარშიც სწორია.

„ცინიკურია ეს გადაწყვეტილება, მათ უნდა იცოდნენ რომ საზოგადოებაში სულ მცირე ორაზროვანი დამოკიდებულებაა ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობასთან დაკავშირებით სააკაშვილის მმართველობის პერიოდში. ის შედარება, რაც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა, ზუსტად ასახავს დამოკიდებულებას, რომელიც ნორვეგიის ერთ- ერთმა პარტიამ გამოიჩინა კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის მიმართ. დამნაშავე ადამიანი - ბრეივიკი იყო დასახელებული, მან ერთ დღეში ჩაიდინა დანაშაული - 76 თუ 77 ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე მოსპო, იგივე გააკეთა სააკაშვილის მიერ შექმნილმა სისტემამ, არა მან პირადად ქუჩაში იარაღით მორბენალმა, მაგრამ სისტემამ შექმნა არა მარტო დახოცილების, ნაწამები და გაუპატიურებული საზოგადოების გარკვეული ჯგუფი, არამედ დანაშაულის ჩამდენთა, ჯალათთა ჯგუფი. ანუ დანაშაულის მასშტაბი გაცილებით უფრო დიდია, უბრალოდ, ერთ დღეში კი არ მოხდა, ეს მოხდა დროთა განმავლობაში. ამის არგათვალისწინება, მით უმეტეს, ამ მაგალითების ფონზე არასწორია. რაც შეეხება ელჩის დაბარებას სწორია, ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ ქვეყანაში ეს დემარში განსახორციელებელია და ელჩს გარკვეული პრეტენზიები ამასთან დაკავშირებით უნდა წავუყენოთ. თუმცა, წინასწარ ვიცით, ელჩის განცხადება იქნება ისეთი, როგორიც მოსალოდნელია რომ იყოს სხვა სტრუქტურებიდან მიღებული განცხადებებიც, რომ ეს არ გამოხატავს ნორვეგიის ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციას“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა