პორტუგალიაში, მუსლიმთა ცენტრში, მამაკაცმა ორი ადამიანი მოკლა, რამდენიმე კი დაჭრა

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში, „ისმაილის მუსლიმთა ცენტრში“ ცივი იარაღით შეიარაღებულმა მამაკაცმა ორი ადამიანი მოკლა, რამდენიმე კი - დაჭრა, - ინფორმაციას გამოცემა „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ადგილობრივი სამართალდამცავების განცხადებით, თავდამსხმელი დაკავების დროს დაიჭრა და საავადმყოფოში იმყოფება.

„სერიოზული საფრთხის წინაშე მყოფმა პოლიციელებმა პირის წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს და აგრესორი გაანეიტრალეს“, - აცხადებენ პოლიციაში.

CNN Portugal -ის ცნობით, თავდამსხმელი ავღანელია.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის