უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის საზღვართან, სუმის ოლქში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ავრცელებს.
“სუმის ოლქი. ჩვენი საზღვარი. გავეცანი მესაზღვრეების სამსახურს, რომლებიც სახელმწიფოს საზღვრებს იცავენ.
უკრაინელი მესაზღვრეები მჭიდროდ თანამშრომლობენ უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან, რათა დაიცვან სახელმწიფო საზღვარი მტრისგან”, - წერს ზელენსკი.