ოპტიმოს გამორჩეული მახასიათებლები ბიზნესებისთვის

ბიზნესის ეფექტურად მართვას ისეთი პროგრამული უზრუნველყოფა სჭირდება, რომელიც მარტივად შეძლებს ანალიზის გაკეთებას, შეასრულებს მნიშვნელოვან ოპერაციებს და ბიზნესის მენეჯერს რუტინული საქმის კეთებაში კი არ დააკარგვინებს დროს, არამედ მისცემს საშუალებას მეტი იფიქროს წინსვლასა და განვითარებაზე.

ის, რაც ნებისმიერი ტიპის ბიზნესს სასიკეთოდ წაადგება არის ოპტიმო - გაყიდვებისა და მარაგების მართვის პროგრამა. იგი ერთ სივრცეში უყრის თავს ყველა ძირითად ინფორმაციას ბიზნესის შესახებ და აადვილებს ერთდროულად არა ერთი, არამედ თუნდაც რამდენიმე ფილიალის მართვას.

ოპტიმო მუდმივად განახლებისა და დახვეწის რეჟიმშია და ყოველთვის, სთავაზობს სიახლეებს მის მომხმარებლებს, თუმცა, აუცილებლად უნდა გამოვყოთ ის ძირითადი მახასიათებლები, რაც მას სხვებისგან გამოარჩევს.

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მარაგების მართვა და კონტროლია, რომლის გარეშეც მუშაობა და ბიზნესის მართვა წარმოუდგენელია.

ოპტიმო საოცარი სიზუსტით აღრიცხავს მარაგებს და იძლევა ინფორმაციას დახლებსა და საწყობში არსებული ნაშთების შესახებ. პროგრამაში პროდუქციის ერთჯერადად შეყვანის შემდეგ, ნებისმიერ დროს გექნებათ ზუსტი მაჩვენებლები მარაგში არსებული პროდუქტების რაოდენობის შესახებ, რის მიხედვითაც შეძლებთ დაგეგმოთ შესყიდვები, განსაზღვროთ როგორი იქნება შემოსავლები და მომგებიანობა და ა.შ. ამასთან, წვდომა რეპორტებსა და სტატისტიკაზე, მენეჯერს აძლევს შესაძლებლობას, განავითაროს ბიზნესი.

ოპტიმოს ინტეგრაცია rs.ge-სთან, ის მნიშვნელოვანი საკითხია, რაც ამარტივებს შესყიდვის პროცესს, ზედნადებების დადასტურებასა და პროგრამაში ასახვას.

ბიზნესის დისტანციურად მართვის შესაძლებლობა ლეპტოპით ან მობილურით, ბევრად უფრო მოსახერხებელს ხდის ოპტიმოს გამოყენებას. ის ქლაუდზე დაფუძნებული პროგრამაა, რაც ნიშნავს იმას, რომ აუცილებელი არ არის, მუდმივად იქ იმყოფებოდეთ, სადაც თქვენი ბიზნესია, რათა აკონტროლოთ შესყიდვები, გაყიდვები, შემოსავლები და მომგებიანობა, ყველა ინფორმაცია თქვენი ბიზნესის შესახებ თავს იყრის პროგრამაში, რომლის მეშვეობითაც მუდმივად იცით თუ რა მოვლენები ვითარება თქვენს ობიექტზე.

იმისთვის, რომ მეტი გაიგოთ ოპტიმოზე ეწვიეთ optimo.ge-ს.

ვისთვის არის განკუთვნილი ოპტიმო?

ოპტიმო ერგება ყველანაირი ტიპის ბიზნესს იქნება ეს საიუველირო, საკვები პროდუქტების, ავტონაწილების, სამშენებლო მასალების, აქსესუარების მაღაზია, კვების ობიექტი, საკონდიტრო, დრაივი თუ სხვა. დრაივის შემთხვევაში ოპტიმო იზრუნებს ინტერნეტიზაციაზე, თუ ამის საჭიროება იქნება.

ოპტიმოს პროგრამის გამოყენება შესაძლებელია საკუთარი ლეპტოპით, ან იმ სპეციალური მოწყობილობით, რომელსაც ოპტიმოს გუნდი გადმოგცემთ, რისთვის ერთიანი თანხის გადახდა არ დაგჭირდებათ, ოპტიმოს სალაროს მოწყობილობით სარგებლობა თვეში მხოლოდ 90 ლარადაა შესაძლებელი, 2 წელი სარგებლობის შემთხვევაში, კი მოწყობილობა თქვენს საკუთრებაში გადმოვა.

(R)

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა