მალხაზ  ურთქმელიძე - მიხეილ სააკაშვილს მოვუწოდებთ, შეასრულოს ექიმების მოთხოვნა და დანიშნულება - რაც შეეხება მკურნალობის პროცესში პოლონელი ექიმების ჩართვის საკითხს, ამ დრომდე სრულყოფილი, მოთხოვნა წარმოდგენილი არ არის

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მალხაზ ურთქმელიძემ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, გაითვალისწინოს სამედიცინო პერსონალის მოთხოვნა და შეასრულოს მათი დანიშნულება.

„გვინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი დღემდე არ ასრულებს ექიმების მიერ გაცემულ სამკურნალო რეკომენდაციებს, უარს აცხადებს მედიკამენტების მიღებაზე, პარენტერალურ კვებასა და სამედიცინო მანიპულაციებზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მიხეილ სააკაშვილს, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, გაითვალისწინოს ექიმების მოთხოვნა და შეასრულოს მათ მიერ მიწოდებული დანიშნულება", – განაცხადა მალხაზ ურთქმელიძემ.

რაც შეეხება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში პოლონელი ექიმების მონაწილეობის საკითხს, მალხაზ ურთქმელიძის თქმით, დღემდე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სრულყოფილი დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ არის.

„რაც შეეხება მკურნალობის პროცესში პოლონელი ექიმების ჩართვის საკითხს, ამ დრომდე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სრულყოფილი, გამართული მოთხოვნა წარმოდგენილი არ არის", - განაცხადა მალხაზ ურთქმელიძემ, რომლის კომენტარსაც სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა