მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭომ მორიგი შეხვედრა გამართა

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench Bar) მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ, ლაშა ქოჩიაშვილმა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩხეიძემ გახსნეს.

მრგვალი მაგიდის ფორმატში ადვოკატებმა და მოსამართლეებმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგრნლებთან ერთად მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები, სასამართლო პრაქტიკა და არსებული გამოწვევები განიხილეს.

მათივე ცნობით, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench-Bar) მიზანია ხელი შეუწყოს იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, პროფესიათა შორის ურთიერთპატივისცემას, ჯანსაღი კოლეგიალური დამოკიდებულებისა და საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას საქართველოში.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა