პაატა დავითაია -  „პალიტრანიუსის“  წინააღმდეგ დაწყებული ცილისმწამებლური კამპანია კატეგორიულად მიუღებელია

პარტია „ევროპელი დემოკრატები“ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ წინააღმდეგ დაწყებულ ცილისმწამებლურ კამპანიასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.

პაატა დავითაიას განცხადებით, მიუღებელია ცილისწამებლური კამპანია, რაც „პალიტრა მედიის“ წინააღმდეგ მიმდინარეობს.

„ევროპელი დემოკრატები“ სრულ მხარდაჭერას და თანადგომას უცხადებს „პალიტრა მედიას“, ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ წამყვანებს, პროდიუსერებს, ჟურნალისტებს.

„კატეგორიულად მიუღებელია ცილისმწამებლური კამპანია, რაც „პალიტრა მედიის“ წინააღმდეგ ფეიკ ინფორმაციების გავრცელებით მიმდინარეობს.

„პალიტრა მედია“ გამორჩეულად მიუკერძოებელი და დაბალანსებული პლატფორმაა, რომელიც პოლიტიკურ ძალებს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი სათქმელი მოქალაქეებამდე მიიტანონ, რაც ხელს უწყობს დემოკრატიული პროცესების განვითარებას და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.

„ევროპელი დემოკრატები“ სრულ მხარდაჭერას და თანადგომას ვუცხადებთ „პალიტრა მედიას“, ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ წამყვანებს, პროდიუსერებს, ჟურნალისტებს. „პალიტრა მედიის“ წინააღმდეგ მიმართული კამპანია არის ზეწოლა თავისუფალ მედიაზე. ამასთან დაკავშირებით, ინფორმაციას მივაწოდებთ ჩვენს პარტნიორებს დასავლეთში, ევროპის საბჭოსა და ევროკავშირში“,- აცხადებს პაატა დავითაია, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება