ვოლოდიმირ ზელენსკი - საფრანგეთის პარლამენტის მიერ ჰოლოდომორის უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარება მნიშვნელოვანი და სიმბოლურია - მადლობელი ვარ

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ 1932-33 წლების ჰოლოდომორი უკრაინელების გენოციდად აღიარა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კლება ავრცელებენ.

“საფრანგეთის პარლამენტის მიერ 1932-33 წლების ჰოლოდომორის უკრაინული ხალხის გენოციდად აღიარება მნიშვნელოვანი და სიმბოლურია. მადლობელი ვარ საფრანგეთის დიდი წვლილისთვის ტოტალიტარული რუსეთის წარსული და ამჟამინდელი დანაშაულების მხილებაში, სიმართლის, სამართლიანობის და, შესაბამისად, ანგარიშვალდებულების დადგენაში. მადლობა საფრანგეთს”, - წერს ზელენსკი “ტვიტერის” პირად გვერდზე.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის