ლოიდ ოსტინი - გაზაფხულზე უკრაინას წარმატებისთვის ძალიან კარგი შანსები ექნება

გაზაფხულზე უკრაინას წარმატებული კონტრიერიშის “ძალიან კარგი შანსები” აქვს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა სენატში სხდომის დროს განაცხადა.

ოსტინის თქმით, რუსეთის ძალებთან შედარებით უკრაინას ახლა “მნიშვნელოვანი უპირატესობა” გააჩნია, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ფრონტის ხაზი ორივე მხარეს იცვლებოდა და “ბახმუტის რაიონში ახლა საკმაოდ სერიოზული ბრძოლები” მიმდინარეობს.

“უკრაინელებმა რუსებს მნიშვნელოვანი დანაკარგები მიაყენეს, და მათ საკუთარი ჯავშანტექნიკის მარაგები ამოწურეს ისე, როგორც ამას არავინ არასდროს არ წარმოიდგენდა. და ახლა ვხედავთ, რომ რუსეთს საწყობებიდან T-54 და T-55 ტანკები მოაქვს იმ დანაკარგების დონის გამო, რომელიც უკრაინელებმა მიაყენეს”, - განაცხადა ოსტინმა.

მან აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით რუსეთის რესურსები იცლება, მათ შორის საარტილერიო ჭურვების, რის გამოც იგი იძულებულია დახმარება ირანსა და ჩრდილოეთ კორეას სთხოვოს.

“ამიტომ ვფიქრობ, რომ გაზაფხულზე საბრძოლო ქმედებების გააქტიურებას დავინახავთ, ვინაიდან მანევრირებისთვის პირობები უმჯობესდება, და ასევე იმის საფუძველზე რაც უკვე გავაკეთეთ და რის კეთებასაც ვაგრძელებთ. ვფიქრობ, უკრაინას წარმატებისთვის ძალიან კარგი შანსები ექნება”, - განაცხადა ოსტინმა.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა