ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთში ჩავიდა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვს ეწვია, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ლავროვთან შეხვედრის დროს წამოიჭრება, ირანის ბირთვულ პროგრამაზე „ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა” იქნება. რუსეთმა ეფექტური როლი ითამაშა ვენაში, 4+1 ფორმატში გამართული მოლაპარაკებების ახალ რაუნდში, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა. ჩვენი რუსი კოლეგები აგრძელებენ თავიანთი ვალდებულებების შესრულებას მხარეების მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ “ტელეგრამის“ არხზე დაწერა, რომ ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის ვიზიტის დროს, მხარეები განიხილავენ ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტს, ასევე რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის ცალკეულ საკითხებს.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ