ვოლოდიმირ ზელენსკი -  საფრანგეთის პარლამენტმა „ჰოლოდომორი“ გენოციდად აღიარა - მადლობელი ვარ ამ პრინციპული და სამართლიანი ნაბიჯისთვის

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის გადაწყვეტილებას, რომელმაც „ჰოლოდომორი“ უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა, პრინციპულ და სამართლიან ნაბიჯად აფასებს.

„გვაქვს საფრანგეთის პარლამენტის გადაწყვეტილება, რომელმაც „ჰოლოდომორი“ უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. მადლობელი ვარ ამ პრინციპული და სამართლიანი ნაბიჯისთვის,“- განაცხადა ზელენსკიმ.

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ, რომელიც საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატაა, სამშაბათს, ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომელიც 1932-1933 წლების ჰოლოდომორს უკრაინელი ხალხის გენოციდად ცნობს.

"ჰოლოდომორი“ გენოციდად აღიარებული აქვს მსოფლიოს ოცზე მეტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს, მათ შორის გერმანიაში, ბელგიასა და ისლანდიაში.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა