თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის კურსდამთავრებულები რეზიდენტურას ამერიკის შეერთებულ შტატებში გაივლიან

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის კურსდამთავრებულებმა წარმატებით გაიარეს აშშ-ის სარეზიდენტო პროგრამაში ჩართვისთვის საჭირო ყველა ეტაპი და არჩეულ საექიმო სპეციალობას აშშ-ის სხვადასხვა კლინიკაში დაეუფლებიან. შინაგანი მედიცინა, ქირურგია, საოჯახო მედიცინა, პედიატრია, ნევროლოგია მედიცინის ის მიმართულებებია, რომლებიც დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის კურსდამთავრებულებს შემდგომი კარიერული წინსვლისთვის ფართოდ უღებს კარს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს თავის კურსდამთავრებულებს და დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ამ დიდ წარმატებას!

- პრანაი შაჰ აჯაი - ქირურგია - Emory University School of Medicine (ჯორჯიის შტატი);

- დიანა კერატიშვილი - შინაგანი მედიცინა - Ascension Saint Francis (ილინოისის შტატი);

- მოჰამმედ ბილალ მუნეერ - პედიატრია - SUNY HSC (ნიუ-იორკის შტატი);

- თამარ თამარაშვილი - საოჯახო მედიცინა - Louisiana State University (ლუიზიანას შტატი);

- ჩანდრაკუმარან აბივარმა - ზოგადი ქირურგია - John Hopkins University (მერილენდის შტატი);

- ზურაბი ზაალიშვილი - შინაგანი მედიცინა - Cleveland Clinic Foundation (ოჰაიოს შტატი);

- ანა გოგოლაშვილი - შინაგანი მედიცინა - Salem Hospital (მასაჩუსეტსის შტატი);

- აშვინ აჩუტაპრასად - ნევროლოგია - Houston Methodist Hospital (ტეხასის შტატი);

- რომან კარაგულიანი - შინაგანი მედიცინა - Virtua Health (ნიუ ჯერსის შტატი);

- ლეკჰა კართიკეიან - საოჯახო მედიცინა - Henry Ford Health (მიჩიგანის შტატი);

- თრინითა რობინსონ - პედიატრია - Brooklyn Hospital Center (ნიუ-იორკის შტატი);

- გიორგი ქოჩიაშვილი - შინაგანი მედიცინა - Mary Washington Healthcare (ვირჯინიის შტატი);

- სალომე უალშ - შინაგანი მედიცინა - SUNY Upstate Medical University (ნიუ-იორკის შტატი).

დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2013 წლიდან ხორციელდება და დღეისთვის საქართველოში ყველაზე მოთხოვნად სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამას წარმოადგენს, შეიქმნა თსსუ-ისა და ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის (ატლანტა, აშშ) ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, ქართული და საერთაშორისო საგანმანათლებლო კანონმდებლობისა და სტანდარტების შესაბამისად.

ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ ევროპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება