„ფორსაით ინვესტმენტს გრუპის“ განვითარების საბჭოს თავმჯდომარე სტივენ ლაცის განცხადებით, მოქალაქეების გრძელვადიანი კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია პირადი დანაზოგების დივერსიფიცირებული ინვესტირება.
როგორც მან აღნიშნა, რომ უსაფრთხო ინვესტირებისთვის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელიც კარგად მართული, გამჭვირვალე ორგანიზაციაა.
„საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია, პირადი დანაზოგები სხვადასხვა ინვესტიციებზე გადაანაწილონ. წარმატებული ქვეყნების გამოცდილება გვეუბნება, რომ ეს არის ერთადერთი გზა სტაბილური ფინანსური მომავლის უზრუნველსაყოფად. ასე მათ შეეძლებათ უზრუნველყონ თანხები შვილების განათლებისთვის, პირად ან ოჯახის წევრების ჯანმრთელობას მოახმარონ იგი ან პენსიისთვის გადადონ“, - განაცხადა სტივენ ლაცმა.
სტივენ ლაცის თქმით, მოქალაქეებს უსაფრთხო ინვესტიციის შესაძლებლობას სთავაზობს „ფორსაით კაპიტალი“, რადგან მისი აქტივები უძრავი ქონებით არის გამყარებული.
„ფორსაითში“ დანაზოგის დაბანდება ნიშნავს სტაბილურ, რეგულარულ შემოსავლის მომტან ფინანსურ პროდუქტში ინვესტირებას. თანაც, „ფორსაითის“ ყველა ინვესტიცია ახლოა, აქ არის, შეგიძლია მიხვიდე და ნახო. კიდევ ერთი კომპონენტი „ფორსაითის“ გუნდია. ისინი ჭკვიანები, ენერგიულები, კარგი მრჩევლები და გამოცდილები არიან“,- განაცხადა სტივენ ლაცმა.
„ფორსაით ინვესტმენტ გრუპის“ განვითარების საბჭოს თავმჯდომარემ საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების შესაძლებლობებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამ მხრივ, უპირველესად აუცილებელია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, შემდეგ კი საჭიროა მარტივი საინვესტიციო მოდელების დანერგვა და მოქალაქეებისთვის სტაბილური, წინასწარ განსაზღვრულ სარგებელზე ორიენტირებული პროდუქტების შეთავაზება.
„ვფიქრობ, ქართველებმა უფრო მეტად უნდა გააფართოონ საკუთარი თვალსაწიერი- თანხების ნაწილი შეინახონ ბანკებში, ნაწილი ანდონ „ფორსაითს“ და მსგავსი ტიპის ფინანსურ ინსტიტუტებს. ეს დივერსიფიკაცია მათთვის ძალიან მომგებიანი იქნება. საქართველო ჩემთვის მიმზიდველია და ქართველი დამზოგველებისთვისაც მიმზიდველი უნდა იყოს, რადგან ქვეყანას ჰყავს გლობალურად აღიარებული ცენტრალური ბანკი, პოზიტიური ეკონომიკური მოლოდინები და მზარდი საექსპორტო პოტენციალი“, - განაცხადა სტივენ ლაცმა.
გარდა ამისა, „ფორსაით ინვესტმენტ გრუპის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ იზრდება რეალური შანსი საქართველო გახდეს სატრანსპორტო ჰაბი, რადგან ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად, ქვეყანაში ტვირთბრუნვაც გაიზრდება.
ინფორმაციისთვის, „ფორსაით ინვესტმენტ გრუპი“ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიაა. „ფორსაითი“ საქართველოს მოქალაქეებს და უცხოელ ინვესტორებს დანაზოგის/კაპიტალის განთავსების უსაფრთხო და მომგებიან შესაძლებლობებს სთავაზობს.
„ფორსაით ინვესტმენტ გრუპს“ აქვს კანონით მინიჭებული უფლება, დამზოგველებისგან და ინვესტორებისგან მოიზიდოს კაპიტალი, განახორციელოს ინვესტიციები ამ კაპიტალით და მათვე დაუგენერიროს სარგებელი.
ინფორმაციას „ფორსაით ინვესტმენტ გრუპი“ ავრცელებს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.