რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის გადადგომას, უწყვეტ რეჟიმში მუშაობის გაგრძელების გარანტიას და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მედიკოსები ითხოვენ კლინიკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ზაზა ავალიანის გადადგომას, კლინიკის უწყვეტ რეჟიმში მუშაობის გაგრძელების გარანტიას და პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას.

როგორც მედიკოსები აცხადებენ, მათი პროტესტი პოლიტიკური ხასიათის არ არის, ხოლო პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას საკითხის საბოლოო დაზუსტების მიზნით ითხოვენ.

„ჯანდაცვის მინისტრის მიერ ტელე-ეთერებიდან გავრცელდა ინფორმაცია კლინიკის დანგრევის აუცილებლობის შესახებ. განცხადებას წინ უძღოდა რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების მიმართ არნახული და ბინძური დისკრედიტაციის არაერთი მცდელობა. ვითხოვთ, დავუბრუნდეთ თავდაპირველ გეგმას არსებული პროექტით, რომელიც ითვალისწინებს კლინიკის რეაბილიტაციას მუშაობის უწყვეტობის პირობებში.

ვინაიდან კლინიკის მოქმედი დირექტორი არ გამოხატავს კლინიკის ინტერესებს, ეწევა მის დისკრედიტაციას და არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, მოვითხოვთ გაათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან. პრემიერ-მინისტრის ბოლო განცხადებებიდან გამომდინარე გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მასთან სწორი ინფორმაცია არ მიდის. ამიტომ, საკითხის საბოლოო დაზუსტების მიზნით ვითხოვთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას“, - აცხადებენ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
კახა ოქრიაშვილი - „რუსულმა ოცნებამ“ თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში
წინანდლის მუზეუმში ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
შეიძინე ახალი ნომერი და მიიღე საჩუქრები ახალი სასწავლო წლისთვის