გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე - ცარიელი ძვალი და ტყავია, ვერ მოძრაობს

ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ცარიელი ძვალი და ტყავია ადამიანი, ვერ მოძრაობს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ, „ვივამედთან“ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილთან ექიმი „ყოველ წუთს შედის, რაღაც ტაბლეტებს აძლევს“ და თავად არასდროს გაუგია, რომ ის მიღებაზე უარს ამბობდეს.

„ხან იძახიან, რომ იკლებს, ხან იძახიან, რომ იმატებს. თურმე არ ჭამს, მაგრამ იმატებს, ეს როგორ ხდება, არ ვიცი. ვხედავ, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ცარიელი ძვალი და ტყავია ადამიანი. ვერ მოძრაობას. არანაირი ძალა აღარ აქვს“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

რაც შეეხება სააკაშვილის მკურნალობის პროცესში პოლონელი ექიმების ჩართვას, ალასანია ამბობს, რომ ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვს, თუმცა იცის, რომ პოლონელი ექიმები ამისთვის მზად არიან.

„ვიცი, რომ ისინი მზად არიან, გამზადებულია სპეცრეისი შესაბამისი აღჭურვილობით, რაც შესაძლებლობას მისცემს მათ, რომ საჭირო ანალიზები ჩაატარონ“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

გარდა ამისა, ალასანიამ უპასუხა კითხვას, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან მისი სასჯელისგან გადავადების თაობაზე სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანის შესახებ და აღნიშნა, რომ სარჩელი მას შემდეგ გაიგზავნება, რაც სააკაშვილს სახალხო დამცველის კონსილიუმის ექიმები მოინახულებენ და დასკვნას დადებენ.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა